Monday, May 25, 2015

ლოპოტას ტბა და სასტუმრო ,,ლოპოტა"

თბილისიდან აღმოსავლეთის მიმართულებით 115 კილომეტრში, კახეთის ისტორტორიულ რეგიონში, მდებარეობს"ლოპოტა სპა რეზორტი"-კავკასიის მთებით გარშემორტყმული „ლოპოტას" ხეობის პატარა სამოთხე, რომლის რეკრეაციული ზონა მილიონობით კვადრატულ მეტრს მოიცავს.
აქ თითოული სეზონი თავისებურად უნიკალურია. ეს არის იდეალური ადგილი რელაქსაციისთვის, ოჯახთან ერთად დასვენებისთვის, ქორწილებისთვის, ბიზნეს შეხვედრებისთვის, კორპორატიული, გასართობი და სპორტული ღონისძიებებისთვის. დატკბით თვალწარმტაცი ბუნებით, ულამაზესი „ლოპოტას" ტბით, ელეგანტური, კეთილმოწყობილი, თანამედროვე სასტუმროთი და უნიკალური დამამშვიდებელი გარემოთი. გამოეთიშეთ ყოველდღიურ ქაოთურ ცხოვრებას და შეუერთდით ტბისპირა ჰარმონიასა და სიმშვიდეს. რეკრეაციული ზონა მოიცავს კერძო ტბას შემდეგი ინფრასტრუქტურით: სასტუმრო :
  • სპა
  • რუსული აბანო(საუნა)
  • 3 რესტორანი
  • 2 ბარი
  • 3 საკონფერენციო დარბაზი
  • 4 საცურაო აუზი
  • ჯაკუზი
  • მინი გოლფი
  • ორი ჩოგბურთის კორტი
  • კალათბურთის და ფრენბურთის მოედნები
  • ღვინის მარანი
  • თავლა

ნეკრესის მონასტერი

ნეკრესი — ისტორიული ქალაქი კახეთში, ახლანდელ ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფ. შილდის მახლობლად, მთის ფერდობზე. დააარსა მეფე ფარნაჯომმა (ძვ. წ. II-I სს.). IV საუკუნეში მეფე თრდატმა აქ ააგო ეკლესია, სადაც VI საუკუნეში დამკვიდრდა ერთი ასურელი მამათგანი - აბიბოსი. მის დროს დაარსდა ნეკრესის საეპისკოპოსო (იარსება XIX საუკუნამდე). ნეკრისს იმთავითვე მიეცა დიდი მნიშვნელობა. აქედან ვრცელდებოდა ქართლის პოლიტიკური და კულტურული გავლენა აღმოსავლეთ კავკასიონის მთიანეთზე. ნეკრესის საეპისკოპოსოს ეპარქიაში, შედიოდა არა მხოლოდ გაღმამხარი, არამედ დაღესტნის ნაწილიც (დიდოეთი). ნეკრესში გაჩაღებული იყო კულტურულ-საგანმანათლებლო მოღვაწეობა. ნეკრესელი მღვდელმთავრები (დოსითეოს ჩერქეზიშვილი, ზაქარია მიქაძე, XVIII ს., პოეტ-დიაკონი მოსე, XIX ს. და სხვა) იღვწოდნენ სამწერლო ასპარეზზეც.

ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი ქართული ხუროთმოძღვრების რამდენიმე ძეგლს აერთიანებს, რომელთაგან IV საუკუნის II ნახევრის მცირე ზომის ბაზილიკა ერთ-ერთი უძველესია საქართველოში დღემდე მოღწეული ეკლესიათაგან. დიდი სამეკლესიიანი ბაზილიკა VII საუკუნის დასაწყისს განეკუთვნება. იგი გარედან გეგმით სწორკუთხაა. მთავარი ეკლესიის სამკუთხეველი სამნაწილინია. გვერდითი ეკლესიები ცენტრალურზე მოკლეა. დასავლეთით მთავარი, ხოლო ჩრდილოეთითა და სამხრეთით გვერდის შესასვლელებია. VIII-IX საუკუნების გუმბათოვანი ეკლესია გეგმის თავისებურებით გამოირჩევა. გ. ჩუბინაშვილი, ვაჩნაძიანის ყველაწმინდის მსგავსად, სამეკლესიიანი ბაზილიკის გუმბათოვან ვარიაციად მიიჩნევს. შუა კვადრატულ, გუმბათით დაგვირგვინებულ დარბაზს ერთი შვერილი - გარედან ხუთწახნაგა და შიგნით ნალისებრი ფორმის აფსიდი აქვს. ეკლესიას 3 მხრიდან გარსშემოსავლელი ეკვრის. სამხრეთით და დასავლეთით ორ-ორთაღიანი შესასვლელებია. ეპისკოპოსის ორსართულიანი სასახლისათვის (VIII-IX სს, ახლა ნანგრევებია) XVI საუკუნეში კოშკი მიუშენებიათ. მონასტრის ტერიტორიაზე არის საცხოვრებელ და სამეურნეო შენობათა ნაშთები, მცირე სამლოცველოები და სხვა.

ყვარლის მარჯანიშვილების სახლ-მუზეუმი

ყვარლის მარჯანიშვილების სახლ-მუზეუმი

მუზეუმის მისამართი: 4800, ყვარელი, კოტე მარჯანიშვილის ქ. 24
ტელეფონი: (+995 352) 2 10 23
ელ-ფოსტა: sofo19.86@mai.ru
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1959 წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: შპს
მუზეუმის ტიპი (პროფილი): მემორიალური
ექსპონატების რაოდენობა: 5321

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმი გახსნილია ცნობილი ქართველი რეჟისორის კოტე მარჯანიშვილის (1872-1933 წწ.) მემორიალურ სახლში. რეჟისორის მემორიალური ნივთების გარდა, მუზეუმში დაცულია მისი ფილმისა (“ამოკი”) და სპექტაკლების აუდიო და ვიდეო ჩანაწერები, ქართული თეატრისა და კინოს გამოჩენილი მოღვაწეების მიმოწერა და ფოტოები, პიესები, ფერწერული (ლ. გუდიაშვილი, ე. ახვლედიანი, პ. ოცხელი და სხვა), გრაფიკული და სკულპტურული ნამუშევრები, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები. ხელნაწერები, წერილები, XX ს-ის დასაწყისის ანტიკვარული ავეჯი, ჭურჭელი და სხვა.

მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, 10 სთ-დან 17 სთ-მდე
მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: უფროსებისა და სტუდენტებისთვის: 3 ლ. ბავშვებისთვის: 2 ლ.
უბილეთოდ დაიშვებიან: 6 წლამდე ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოზარდები, ICOM-ის წევრები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, I და II კატეგორიის ინვალიდები, იძულებით გადაადგილებული პირები

ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმი



მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: სამუზეუმო კომპლექსი მოიცავს ცნობილი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის (1837-1907) საგვარეულო კოშკს, საცხოვრებელ სახლს და საგამოფენო დარბაზს. მუზეუმში დაცულია: ილიასა და მისი ოჯახის წევრთა მემორიალური ნივთები, ილიას ხელნაწერები, მის მიერ დაარსებული ჟურნალ-გაზეთების კომპლექტები, საყოფაცხოვრებო ნივთები, XVIII-XIX სს. იარაღი, ავეჯი, ქართველ და უცხოელ საზოგადო მოღვაწეთა ხელნაწერები, ილიას ნაწარმოებების თემებზე შექმნილი ფერწერული ნამუშევრები, მდიდარი ფოტომასალა და საარქივო დოკუმენტები, ილიას თხზულებათა გამოცემები სხვადასხვა ენაზე.

მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, 10 სთ-დან 17 სთ-მდე
მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: 1 ლ
უბილეთოდ დაიშვებიან: 6 წლამდე ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოზარდები, ICOM-ის წევრები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, I და II კატეგორიის ინვალიდები, ჯარისკაცები, იძულებით გადაადგილებული პირები.

ყვარელის შესახებ

ყვარელი — ქალაქი საქართველოში, ყვარლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ალაზნის ველზე, რკინიგზის სადგურ მუკუზანიდან 19 კმ-ზე. ქალაქის სტატუსი მიიღო 1964 წელს. მოსახლეობა 9 ათასი (2002 წლის მონაცემებით). ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები: თეატრი, ილია ჭავჭავაძისა და კოტე მარჯანიშვილის სახლ-მუზეუმები. ყვარელში არის ნეკრესის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია.
ქალაქი
ყვარელი
ყვარლის ბიბლიოთეკა.jpg
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე კახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ყვარლის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 41°57′ ჩ. გ. 45°48′ ა. გ.
ქალაქი 1964  წლიდან
მოსახლეობა 9 ათასი კაცი (2002)
სატელეფონო კოდი +995 352
საფოსტო ინდექსი 4800

Red pog.svg
GEO-KK-KV.svg
ყვარელი მდებარეობა კახეთის მხარე